სანახაობრივ შეხვედრაში "გრანდ ავლაბარმა" "ლოგოსი" დაამარცხა!

ყველა სიახლე
23 თებერვალი 2024

სანახაობრივ შეხვედრაში

ახალგაზრდული ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მეხუთე ტური „გრანდ ავლაბარისა“ და „ლოგოსის“ დაძაბული შეხვედრით დასრულდა. “გრანდ ავლაბარმა“ მეტოქეს 5-3 სძლია და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერად დარჩა.

პირველ ტაიმში „გრანდ ავლაბარმა“ კარი მშრალად შეინახა და მეტოქე ორი უპასუხო გოლით დაამარცხა. მეორე ნახევრის დაწყებიდან ექვს წუთში „ლოგოსმა“ თამაშში გარდატეხა შეიტანა და წონასწორობა აღადგინა. მეტოქემ უპირატესობა კვლავ დაიბრუნა და ოცდამეცამეტე წუთზე ანგარიში 4-2 გახადა. ბოლო წუთზე ოთარ ქარჩავამ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ „გრანდ ავლაბარმა“ დარჩენილ დროში კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და მორიგი სამი ქულა მიითვალა.

შეხვედრაში საუკეთესო დუბლით და ორი შედეგიანი გადაცემით გიორგი აირაპეტიანი იყო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომეტარებს:

გიორგი აირაპეტიანი, გრანდ ავლაბარი: „ძალიან რთული თამაში იყო. ლოგოსი კარგად იყო მომზადებული. ვარჯიშების და ძალისხმევის შედეგად დავიმსახურეთ ეს მოგება. მეორე ტაიმში დაღლილები ვიყავით ცოტა, მაგრამ მაინც ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. ბევრს ვვარჯიშობ და ვფიქრობ დავიმსახურე ზედიზედ მეორედ საუკეთსო მოთამაშედ დასახელება“.

ოთარ ქარჩავა, ლოგოსი: „ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ მეტოქე საბოლოო ჯამში უკეთესი აღმოჩნდა. ცოტა გამართლებაც იყო, მაგრამ ფაქტია, გვაჯობეს. გვინდა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და ყველა თამაშში ვიბრძოლებთ. დაძაბული მატჩი იყო. გრანდ ავლაბარი ლიდერი გუნდია და ვიცოდით, რომ კარგად თამაშობს. გვინდოდა შესაბამისი წინააღმდეგობა გაგვეწია მათთვის. დინამიკა იყო ძალიან მაღალი და სამწუხაროდ, ვერ ავყევით ამ დინამიკას“.

ახალგაზრდული ლიგის მეექსვე ტურის შეხვედრები 1 და 2 მარტს სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024