ნატახტარი-სფფ-2 7:2.მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
03 ივნისი 2017

ნატახტარი-სფფ-2 7:2.მატჩის შემდგომი კომენტარები

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ოქროს  ლიგის  მეოთხედფინალური  ეტაპის  შეხვედრა  გაიმართა.   ნატახტარმა განმეორებით მატჩში 7:2 დაამარცხა სფფ-2 და ოქროს ლიგის 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.  ოქროს  ლიგის  პირველი ნახევარფინალის საგზური კი 23 მაისს ჯორჯიან  ვოთერ ენდ  პაუერმა“ მოიპოვა, რომელმაც   არმია  დაძაბულ  ბრძოლაში  5:2 დაამარცხა.  GWP-ის ფეხბურთელებმა  პირველ შეხვედრაშიც  დამარცხებული ყავდათ მეტოქე (3:2) .

ოქროს  ლიგის  1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ორი განმეორებითი შეხვედრა 4 ივნისს გაიმართება,  ერთმანეთს საქართველოს ფოსტა -TTC  და  პატრული-ვითიბი დაუპირისპირდებიან.  

Sbm.ge გუნდების  წარმომადგენლებს  გაესაუბრა.

 კახაბერ  გოგოხია, ნატახტარი: „საკმაოდ  ძლიერი გუნდია  ფედერაციის  გუნდი, თუმცა  ჩვენ  გაგვიმართლა, თუმცა ვთვლი რომ ვიმსახურებდით შემდეგ ეტაპზე გასვლას, არ  მინდა  მოწინააღმდეგე  გუნდს  შრომა  დავუკარგო,  ძლიერი  გუნდია, ბევრი  ფეხბურთელი აკლდათ, მაგრამ მაქსიმალურად  დაიხარჯნენ. არ  აქვს  მნიშვნელობა შემდეგ  ეტაპზე  ვისთან  ვითამაშებთ ½ ფინალში სუსტი მეტოქე  არ არსებობს.“

დავით სირაძე, სფფ2: „ ძალიან  კარგია მსგავსი  ტურნირების  არსებობა , განსაკუთრებით ჩვენთვის  ვინც  დიდი  ფეხბურთს  თავი დავანებეთ, გადმოვერთეთ  მინი ფეხბურთზე. ჩვენთვისაც სტიმულია აქ თამაში და   მოწინააღმდეგესთვისაც  საინტერესოა  ჩვენთან  თამაში. საერთოდ  ძალიან  კარგი გუნდები თამაშობენ, დღესაც  დამტკიცდა რომ  მინი ფეხბურთი სულ სხვა  თამაშია, როდესაც აქტიურ  სპორტს  თავს ანებებენ შემდეგ  იჩენს  თავს  როგორც ფსიქოლოგიური  ასევე  ფიზიკური  პრობლემები  იქნება  ეს  წონაში მატება  თუ  სხვა  პრობლემა , აქ  კიდევ  ვარჯიშითა  და   თამაშით  ვინარჩუნებთ ფორმას. ფსიქოლოგიურადაც  კარგია  რადგან  ფეხბურთთან  გვაქვს  შეხება  დარწმუნებული ვარ  ეს  მომავალშიც  გაგრძელდება."    

 



  © SBM, 2016-2024