წაგებული ტაიმის შემდეგ "გორმა" საკუთარ კედლებში სამი ქულა შეინარჩუნა!

ყველა სიახლე
20 თებერვალი 2024

წაგებული ტაიმის შემდეგ

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეცამეტე ტურმა სტარტი გორის სპორტის სასახლეში აიღო. ადგილობრივი „გორი“ „ილიაუნი 2“-ს დაუპირისპირდა და მეტოქე მეორე წრეშიც დაამარცხა, ანგარიშით 4-3.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „სტუდენტებმა“ პირველი ტაიმი ავტო-გოლით და გიორგი წიქვაძის ზუსტი დარტყმით მოიგეს. მეორე ნახევრის სტარტზე ნიკა ოქროპირიძემ სხვაობა შეამცირა. ორწუთიან ინტერვალში „გორელებმა“ თემო თურაზაშვილის და ომარ ცარიელაშვილის გოლებით წონასწორობა აღადგინეს და წინ გასვლაც შეძლეს (2-3). მალევე ნიკა ოქროპირიძემ დუბლი შეასრულა და სხვაობა ორბურთიანი გახადა. გიორგი წიქვაძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ „ილიაუნიმ“ საბოლოო შედეგი ვერ შეცვალა და გორიდან ქულის გარეშე დაბრუნდა.

შეხვედრაში საუკეთესო ორი შედეგიანი გადაცემით და გოლით ომარ ცარიელაშვილი იყო.

აღსანიშნავია, რომ „გორს“ ლიგა 2-ში უკვე ხუთმატჩიანი შედეგიანი სერია დაუგროვდა და ოთხეულში ადგილს ინარჩუნებს.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცამეტე ტურის სხვა შეხვედრები თბილისში, სპორტ კომპლექს არენა 2-ში 24 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024