"ბსსა"-მ მარტივად მოიგო | "აწსუ" და "ჯიპა" ფრეზე გაიყარნენ!

ყველა სიახლე
20 თებერვალი 2024

გორის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთორმტე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ტურის გახსნით მატჩში „ელ მანდარინო“ კვლავ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ სრული დომინაციით წარიმართა და „ბსსა“-მ „ბათუმის სპორტული ცენტრი“ 8-2 დაამარცხა.

„აჭარულ დერბიში“ „მეზღვაურები“ მეხუთე წუთზე დაწინაურდნენ. ტაიმის ბოლომდე უპირატესობა ოთხამდე გაიზარდა. მეორე ნახევარში მიღებული ოთხი ბურთიდან BSC-მ მხოლოდ ორის გაქვითვა შეძლო და საბოლოოდ ბათუმში ქულის გარეშე დაბრუნდა.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ოთხი გატანილი გოლით რაულ ჩიკიროვი იყო, რომელიც ლიგა 3-ის ბომბარდირთა დავას 19 გოლით ლიდერობს.

დაძაბული გამოდგა „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და „ჯიპა“-ს დაპირისპირება. შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. „აწსუ“-მ მეტოქეს ქულები მეორე წრეშიც დააკარგვინა.

„იმერლები“ მეორე წუთზე ამირან გოგინავას გოლით დაწინაურდნენ. ბექა მირიანაშვილმა წონასწორობა აღადგინა და ტაიმის მიწურულს თორნიკე ზოიძემ გუნდი წინ გაიყვანა. ოცდამეორე წუთზე გიორგი გიორგაძემ ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც გოლი აღარ გასულა და გუნდები თითო ქულას დასჯერდნენ.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეთორმეტე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 24 თებერვალს თბილისში, სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024