e-team ასპარეზობას ხუთიდან ხუთი მოგებით აგრძელებს!

ყველა სიახლე
18 თებერვალი 2024

e-team ასპარეზობას ხუთიდან ხუთი მოგებით აგრძელებს!

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე საკვალიფიკაციო ლიგის მეხუთე ტურის დასკვნითი შეხვედრებით დასრულდა.

„E-team“-მა „შიშეჯამი“ 3-2 დაამარცხა და „ბაზისბანკთან“ ერთად უდანაკარგოდ სატურნირო ცხრილის სათავეშია.

„ბუკმეიკერებმა“ ტაიმი გიორგი ლუკავას გოლით მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგეს. მეორე ნახევრის დაწყებიდან წუთნახევარში რევაზ ბუგიანიშვილის და გიორგი ლუკავას გოლებით სხვაობა სამ ბურთამდე გაიზარდა. გიორგი ლიპარტელიანმა ჩამორჩენა შეამცირა და შემდეგ ავტო-გოლით უპირატესობა მინიმუმამდე ჩამოვიდა, მაგრამ „შიშეჯამმა“ ანგარიში ვეღარ შეცვალა და დამარცხდა.

ტურის სხვა შეხვედრაში „ლაქტალისი“ „მთავარ არხს“ დაუპირისპირდა და გარდამავალ უპირატესობაში 3-2 იმარჯვა.

ემზარ აბესალაშვილმა „ჟურნალისტები“ წინ მეექვსე წუთზე გაიყვანა. ტაიმის დასრულებამდე ლევან გურგენიძემ წონასწორობა აღადგინა, მეორე ნახევრის სტარტზე კი „ლაქტალისი“ დააწინაურა. „მთავარი არხის“ რიგებიდან ოცდამეოთხე წუთზე აბესალაშვილმა აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა. გიორგი ალავიძემ დარჩენილ დროში მეტოქის კარის აღება შეძლო და საბოლოოდ „ლაქტალისმა“ მოწინააღმდეგე მინიმალური სხვაობით 3-2 დაამარცხა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 25 თებერვალს გაიმართება. სპორტ კომპლექს არენა 2-ში A და B ჯგუფების მეექვსე ტურის შეხვედრები შედგება.



  © SBM, 2016-2024