"უკრაინამ" "McGill"-ს ხუთი უპასუხო გოლით მოუგო!

ყველა სიახლე
18 თებერვალი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს.

გრანდ ლიგაში მეხუთე ტური დაიწყო. „უკრაინა“-მ „მაკგილი“ უშანსოდ დატოვა და დიდი უპირატესობით 5-0 იმარჯვა. „იურისტებმა“ პირველი ტაიმი სამი უპასუხო გოლით წააგეს. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე კახაბერ გოგოხიამ აქტივში მესამე ბურთი მიითვალა და სხვაობა გაზარდა. საბოლოო ანგარიში უჩა ჩხაიძემ დააფიქსირა.

დღის გახსნით მატჩში „ბაქსვუდმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება „ელპოზო“-სთან მოიპოვა და უდანაკარგო ასპარეზობას აგრძელებს. „ბაქსვუდმა“ პირველი ტაიმი მიხეილ კაციტაძის დუბლით და ავტოგოლით 3-0 მოიგო. თემურ რაქვიაშვილმა მეორე ნახევარში ორი ბურთი გაქვითა, მაგრამ წონასწორობა ვერ აღადგინა და „ელპოზო“ საბოლოოდ 3-2 დამარცხდა.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში დღის განმავლობაში გრანდ ლიგის და საკვალიფიკაციო ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024