UG-მ "ილიაუნი 2"-ს დაძაბულ ბრძოლაში სძლია!

ყველა სიახლე
17 თებერვალი 2024

UG-მ

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს „ილიაუნი 2“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“ დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი მატჩი „UG“-ის გამარჯვებით 4-2 დასრულდა.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში გამართულ „სტუდენტურ დერბიში“ „ილიაუნი“ მთელი თამაში მდევრის როლში იყო და ანგარიში ორჯერ გაათანაბრა. პირველ და მეორე ტაიმში ლუკა ელიზბარაშვილის ორივე გოლს გიორგი წიქვაძემ უპასუხა. ოცდამეთხუთმეტე წუთზე UG წინ გიორგი ტიკურიშვილის გოლით გავიდა. „ილიაუნიმ“ მცდელობების მიუხედავად გიორგი შატაიძის კარის აღება ვერ შეძლო და საბოლოო ანგარიში გიორგი დიაკვნიშვილმა ბოლო წუთზე დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ბიბილეიშვილი, ილიაუნი 2: „საბოლოოდ კარგი თამაში იყო. ბოლომდე დავიხარჯეთ. კარგად ვვარჯიშობთ და შედეგი სახეზეა. უფრო პლეი-ოფისთვის ვემზადებით. ყველამ მოვუმატეთ და იმედია მოვიგებთ შემდეგ შეხვედრებს. უფრო შეკრული ვართ ბოლო პერიოდში. ჩვენი მიზანი მინიმუმ ფინალში გასვლაა. ვფიქრობ, დღეს მოგება შეგვეძლო, ყველამ მაქსიმუმი ჩავდეთ“.

გიორგი შატაიძე, UG: „ილიაუნი ძალიან კარგი გუნდია. გამოცდილები არიან და ცდილობენ ფუტსალი ითამაშონ. იცოდნენ ჩვენი შესაძლებლობები და უკნიდან ითამაშეს, სანამ ყაიმი იყო. როცა დაჭირდა გუნდს, ამოდიოდნენ ზეწოლაზე. რაც შეეხება ზედიზედ ოთხ მოგებულ თამაშს, ვფიქრობ, ჩვენი სტილი ვიპოვეთ. კარგი მატება გვაქვს გუნდში გამოცდილი მოთამაშეების. გვინდა ეს სეზონი ჩემპიონობით დავასრულოთ. ეს მიზანი სულ გვქონდა და წელს ყველაზე ახლოს ვართ ამასთან“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „გორი“ და „თსუ 2“ დაუპირისპირდნენ.



  © SBM, 2016-2024