"სეუ"-მ "სტუდენტურ დერბიში" "EU"-ს დიდი ანგარიშით აჯობა!

ყველა სიახლე
17 თებერვალი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთორმეტე ტურის შეხვედრები გრძელდება.

„საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა“ „ევროპის უნივერსიტეტთან“ დიდი სხვაობით, 9-1, იმარჯვა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

„სტუდენტურ დერბიში“ „სეუ“ მეშვიდე წუთზე დაწინაურდა და ტაიმი 3-1 მოიგო. მეტოქემ პრესტიჟის გოლი მეთერთმეტე წუთზე გაიტანა. მეორე ნახევარში „სეუ“-მ კარი მშრალად შეინახა და სხვაობა ექვსი ბურთით გაზარდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით და სამი შედეგიანი გადაცემით ამირან ცხომარია გამოირჩა. ორი გოლია გიორგი გუზიტაშვილის სახელზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ამირან ცხომარია, სეუ: „ძალიან გვჭირდებოდა დღევანდელი გამარჯვება. წინა სამი თამაში შედეგი ვერ დავდეთ, რასაც მიჩვეულები ვიყავით. პირველი წრე თითქმის წაუგებლად დავასრულეთ. ახალი გუნდის შენება დავიწყეთ. სწავლის და მომზადების პროცესში ვართ. ვფიქრობ, ამ შემადგენლობით პლეი-ოფისთვის ისე მოვემზადებით, რომ ყველასთვის კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით. ამ ლიგაში ჩვენთვის სუსტი გუნდი არ არსებობს. ის „სეუ“, რაც პირველ წრეში იყო და რა თამაშსაც აჩვენებდა, აუცილებლად დაბრუნდება“.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტურის შეხვედრები დღის განმავლობაში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024