"ბათუმელები" შინ სამი ქულით ბრუნდებიან!

ყველა სიახლე
17 თებერვალი 2024

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთერთმეტე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „ბათუმის სპორტული ცენტრი“ და „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ დაუპირისპირდნენ.

დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და „BSC“-ს გამარჯვებით 4-3 დასრულდა.

მეათე წუთზე „ბათუმელები“ წინ ლუკა ჩარგეიშვილის გოლით გავიდნენ. სანდრო ქავთარაძემ წონასწორობა იმავე წუთზე აღადგინა და თამაშის განახლებისთანავე „UG2” დააწინაურა კიდეც. მეორე ტაიმში ანგარიში რომან იუსუბოვმა გაათანაბრა. მოსე ჩიქიროვს „სტუდენტების“ რიგებიდან კვლავ სანდრო ქავთარაძემ უპასუხა, მაგრამ ოცდამეცხრამეტე წუთზე ჩიქიროვმა აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და „BSC”-მ გასვლით შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

მოსე ჩიქიროვი, BSC: „ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის. მეორე წრეში, ძირითადად, დარბაზის პრობლემის გამო ვარჯიშები არ გვქონია. მაქსიმალურად ვეცადეთ მზადყოფნაში ვყოფილიყავით დღეს. დაცვაში კარგად ვითამაშეთ. ახალი ათვისებული გვაქვს ყველაფერი. ნელ-ნელა ვსწავლობთ. ხუთზე შეტევისთვის მზად არ ვიყავით, მაგრამ იღბალი ჩვენკენ იყო“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეთორმეტე ტური 20 თებერვალს გორში დაიწყება და 24 თებერვალს თბილისში დასრულდება.



  © SBM, 2016-2024