ევროკრედიტი-ვივუსი 3:1. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
02 ივნისი 2017

ევროკრედიტი-ვივუსი 3:1. მატჩის შემდგომი კომენტარები

 პირველ  ¼ ფინალურ  შეხვედრაში წაგების  შემდეგ  ევროკრედიტმა  ზედიზედ  ორჯერ  მოახერხა  ვივუსის  დამარცხება  და   ნახევარფინალის  საგზური  მოიპოვა.   მესამე  გადამწყვეტი  დაპირისპირება  თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში  დღეს  გაიმართა  და  ევროკრედიტის  გამარჯვებით 3:1 დასრულდა,   შემდეგ  ეტაპზე  „ფინანსისტების“  მეტოქე  ზესტაფონის  ფერო  იქნება.  ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები  11  ივნისს  გაიმართება. 

გივიკო კაციტაძე, ევროკრედიტი: „თამაში დაძაბული გამოვიდა,  ზოგადად   sbm   ქმნის  ფონს, რომ თამაშები  იყოს  დაძაბული  და  მაყურებლისთვის  საინტერესო.  ჩვენ  მოტივირებულები  გამოვედით  მოედანზე, აუცილებლად  უნდა  მოგვეგო . მადლობა  ბიჭებს, რომლებმაც  სული და  გული ჩადეს  ამ შეხვედრაში,  რაც  შეეხება  შემდეგ  ეტაპზე ჩვენს  მეტოქეს, ზესტაფონის  ფეროა.  საკმაოდ  კარგი მოძრავი  გუნდია, ტაქტიკური თვალსაზრისითაც  არ აქვთ  პრობლემები. შევეცდებით,  კარგად მოვემზადოთ და  მომდევნო ეტაპზეც  ღირსეულად  ვიასპარეზოთ.     



  © SBM, 2016-2024