6 ნოემბერს სუპერლიგის II ტურის შეხვედრები გაიმართება

ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2016

6 ნოემბერს სუპერლიგის II ტურის შეხვედრები გაიმართება

6 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, სუპერლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. მატჩებს ტრადიციულად ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

სათამაშო დღეს უნიკრედიტის და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირება გახსნის. თუკი „ფინანსისტებმა“ სეზონი მოგებით დაიწყეს, სტუდენეტების სტარტი წარუმატებელი გამოდგა და ახლა შეეცდებან ხასიათის გამოკეთებას. სადებიუტო სეზონის მარცხით დაწყების შემდეგ, პირველი ქულებისთვის იბრძოლებს ეროვნული თავდაცვის აკადემია, რომლის მეტოქეც ვივუსის საფეხბურთო გუნდი იქნება. საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი ევროკრედიტისა და ზესტაფონის „ფეროს“ საფეხბურთო გუნდებს შორის - თუკი იმერლებმა ჩემპიონატის დაწყებისთანავე შეძლეს თავიანთი ძალის ჩვენება, ევროკრედიტი თელავთან სენსაციური მარცხის შემდეგ, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება. კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება „ფანდაი ენტერტაიმენტსა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდებს შორის. „ფანდაის“ ახალგაზრდული გუნდი პირველი ქულებისთვის იბრძოლებს, ხოლო „სტუდენტები“ პირველი ქულის შემდეგ, უკვე მის გასამმაგებას ეცდებიან. ტურს სკ ჯვაროსნები 2-ის და გათამაშების პირველი სენსაციის ავტორის, სკ თელავის დაპირისპირება დაასრულებს.

06.11.2016. სუპერლიგა B. II ტური

  • 11:00 Unicredit.ge – FC UG
  • 12:00 ეთა - Vivus.ge
  • 13:00 სკ ევროკრედიტი - სკ ფერო
  • 14:00 Funday Ent - კსუ/CIU
  • 15:00 სკ ჯვაროსნები 2 - სკ თელავი

მეორე ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგა A-ს გუნდებიც. ტური 16:00 სთ-ზე „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურისა“ და სკ პსპ-ს დაპირისპირებით აიღებს სტარტს. სუპერლიგა B-დან აღზევებულმა იმერლებმა სეზონი მარცხით დაიწყეს, „ფარმაცევტებმა“ კი ნატახტართან დამაჯერებელი გამარჯვებით საკუთარი ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცეს. მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ სკ ჯვაროსნები და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი წარსდგებიან. წარუმატებელი სტარტის შემდეგ, აუცილებელი სამი ქულისთვის ბრძოლა მოუწევს მფკ ნატახტარს, რომლის მეტოქეც გათამაშების დებიუტანტი, ტელეკომპანია „იმედის“ გუნდი იქნება. სუპერლიგის დასკვნით შეხვედრაში, 19:00 სთ-ზე ერთმანეთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდები დაუპირისპირდებიან. სეზონი ორივე მათგანმა  გამარჯვებით დაიწყო, სფფ-მ ჯვაროსნებს სძლია დამაჯერებლად 5-2, ხოლო „პრევენციამ“ ჭიათურას აჯობა 3-1.

06.11.2016. სუპერლიგა A.  II. ტური

  • 16:00 GM-ჭიათურა - FC PSP
  • 17:00 სკ ჯვაროსნები - სდსს
  • 18:00 მფკ ნატახტარი - ტვ იმედი
  • 19:00 სფფ - CFCP

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.



  © SBM, 2016-2024