წაგებული ტაიმის შემდეგ "აწსუმ" "რუსთავს" აჯობა!

ყველა სიახლე
16 თებერვალი 2024

წაგებული ტაიმის შემდეგ

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთერთმეტე ტურმა აიღო სტარტი.

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. „იმერლებმა“ „რუსთავი“ 3-1 დაამარცხეს და შინ სამი ქულით ბრუნდებიან. პირველი ტაიმი „რუსთავმა“ ლევან ჩხვიმიანის გოლით მოიგო. ოცდამეექვსე წუთზე წონასწორობა ბექა სამყურაშვილმა აღადგინა. ათწამიან ინტერვალში კი ამირან ონიანმა და გიორგი იდაძემ უპირატესობა გაზარდეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

ტურის გახსნით მატჩში მორიგი ქულები მოიპოვა „ტიფლისმა“. „თბილისელებმა“ „რიწა“ დიდი ანგარიშით 9-2 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში პირველი „რიწა“ დაწინაურდა, გუნდმა უპირატესობა მალევე დაკარგა და მეტოქეს სოლიდურად ჩამორჩა. პირველი ტაიმი „ტიფლისმა“ 5-1 მოიგო. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა და „რიწა“ ნაცნობ მოწინააღმდეგესთან მეორე წრეშიც დიდი სხვაობით დამარცხდა.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის მეთერთმეტე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. „ჯიპა“ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ ეთამაშება. ტურის დასკვნითი მატჩი 17 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024