გარდამავალ უპირატესობაში "კროკო"-მ "ნიკორა" ბოლო წუთებზე დაამარცხა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა.
A ჯგუფში „ნიკორასა“ და „კროკობეთის“ დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. „ბუკმეიკერები“ მეხუთე წუთზე წინ ნიკოლოზ დადიანის გოლით გავიდნენ. ტაიმის დასრულებამდე ანგარიში გიორგი ღონღაძემ გაათანაბრა. ოცდამეთხუთმეტე წუთზე „ნიკორა“ ნიკა ჯოლოხავას გოლით დაწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ნიკოლოზ დადიანმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ დარჩენილ დროში წონასწორობა მაინც აღადგინა და გამარჯვების გოლიც გაიტანა (3-2).
B ჯგუფის მეხუთე ტურის დასკვნით მატჩში „ლიბერთი ბანკმა“ პირველი ქულები NS Studio-სთან დაკარგა. ლუკა ჩაგანავამ NS Studio მეოთხე წუთზე დააწინაურა. „ბანკირებმა“ წონასწორობა მალევე აღადგინეს. გიორგი ივანიშვილის დუბლით NS Studio წინ ორი ბურთით გავიდა, საბოლოო ანგარიში, 4-1, კი გიორგი თოთლაძემ ოცდამეთოთხმეტე წუთზე დააფიქსირა და „არქიტექტორებმა“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ნიკოლოზ დადიანი, კროკობეთი: „მართლაც რომ დაძაბული თამაში იყო. პენალტი გავაფუჭეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაგვიმართლა და მოვიგეთ. ორმხრივი შეტევები იყო და სასიამოვნო თამაში გამოვიდა. ხუთი გოლიც ვიხილეთ. ასეთ დაძაბულობასაც არ ველოდით და ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ. პენალტის აცილების შემდეგ მეგონა, დავმარცხდებოდით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ორი გოლი გავიტანე და გავიმარჯვეთ“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე სპორტ კოპლექს არენა 2-ში 18 თებერვალს გაიმართება. გრანდ ლიგაში და საკვალიფიკაციო ლიგაში მეხუთე ტურის შეხვედრები შედგება.