"TTC"-მ "საქართველოს ბანკს" დაძაბულ ბრძოლაში მოუგო!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში A ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრებით გაგრძელდა.
„ენერგო-პრო“-სა და „ბაქსვუდი“-ს დაპირისპირებაში გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა. პირველი ტაიმი „ენერგეტიკოსებმა“ ლაშა ნინიკაშვილის გოლით მოიგეს. შეხვედრაში წონასწორობა ნიკოლოზ ბულისკერიამ აღადგინა. საფინალო სირენას ლაშა ნინიკაშვილის დუბლი მოჰყვა და „ენერგო-პრო“-მ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 2-1.
ტური „საქართველოს ბანკი“-სა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დაძაბული მატჩით გაგრძელდა. „ბანკირებმა“ ანგარიში ნიკოლოზ მჭედლიშვილის და შოთა ღვინიაშვილის გოლებით ორჯერ გაათანაბრეს, მაგრამ საბოლოოდ „TTC“-მ ოცდამეთორმეტე წუთზე ლაშა მესტვირიშვილის გოლით სამი ქულა მაინც მოიპოვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
დიმიტრი დემურაშვილი, TTC: „გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა თამაში. ორჯერ გაგვითანაბრეს. ბოლომდე ვიბრძოლეთ ბიჭებმა, მესამე გოლიც გავიტანეთ და შევინარჩუნეთ სამი ქულა. ძალიან კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა, ინდივიდუალურად ძლიერები არიან და კარგი თამაში გამოვიდა. გუნდურობის და ბრძოლის ხარჯზე მოვიგეთ“.
შოთა ღვინიაშვილი, BOG: „დაძაბულობა იყო. რაღაც შეცდომები დავუშვით, მათ შორის მეც, რაც ფსიქოლოგიურად მოქმედებს და შემდეგ უკვე ისე ვეღარ თამაშობ. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოგება შეგვეძლო".
არენა 2-ში A და B ჯგუფების მეხუთე ტურის დასკვნითი შეხვედრები მიმდინარეობს.