"ჯორჯიან მანგანეზმა" წაგებული ტაიმის შემდეგ "შსს"-სთან თამაში შემოატრიალა!

ყველა სიახლე
11 თებერვალი 2024

არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტე სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს.

A ჯგუფის მეხუთე ტურის გახსნით მატჩში „ჯორჯიან მანგანეზმა“ პირველ ტაიმში სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ „შსს“-სთან ანგარიში 3-3 გახადა და სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონთან ქულა აიღო.

„ძალოვნებმა“ უპირატესობა კომფორტული მეთხუთმეტე წუთზე გახადეს. მეორე ტაიმის სტარტზე GM-მა სხვაობა შეამცირა, ოცდამეცხრე წუთზე კი მინიმუმამდე დაიყვანა. დარჩენილ დროში ბესო ფერაძემ მორიგი შეტევა შედეგიანად დაასრულა და გუნდს ქულა შეუნარჩუნა. აღსანიშნავია, რომ „შსს“ პირველი ტურის შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეხვედრამდე უდანაკარგოდ ასპარეზობდა.

ერთი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც. „ელპოზო“-სა და „ფარვანა“-ს მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ჰოვანეს მოსოიანის გოლს გიორგი ჭანტურიამ უპასუხა და „ელპოზო“-მ პირველი ქულა მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი ქარჩავა, შსს: „პირველი ტურის შემდეგ პირველი ქულები დავკარგეთ ნამდვილად. ფაქტობრივად, დასკვნით ფაზაშია ეს ეტაპი და შემდეგ იწყება პლეი-ოფები. ვფიქრობ, რომ ახლა მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ და ცოტა ენერგიების დაზოგვას ვცდილობთ. GM კარგი გუნდია და შეიძლება კიდევ გადავიკვეთოთ. წელს პირველი ტური რადგან იყო, იმოქმედა ამან. საგანგაშო არაფერია“.

გივი სანებლიძე, GM: „პირველ ტაიმში მოპოვებული დიდი უპირატესობის მიუხედავად, შევცვალეთ სიტუაცია და ჩვენ გვქონდა უკვე უპირატესობა. დიდი მადლობა ბიჭებს, გულშემატკივრებს. თავიდან დავიწყეთ ზონური თამაში, ამან არ გაამართლა. შემდეგ პერსონალურად ზეწოლაზე ვითამაშეთ, რამაც გამოიღო შედეგი. შეგვეძლო მოგებაც, მაგრამ არ გაგვიმართლა. „შსს“ ძალიან კარგი გუნდია, გამოცდილი და მოქმედი ჩემპიონი, ამიტომ მათთან ქულის აღება კარგი შედეგია“.

არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის  A და B ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრები გრძელდება.

 



  © SBM, 2016-2024