B ჯგუფში "ქართუ"-ს მოგებათა სერია გრძელდება!

ყველა სიახლე
11 თებერვალი 2024

B ჯგუფში

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის A და B ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე B ჯგუფით დაიწყო.

„რუსთავის აზოტი“-სა და „ბანკი ქართუ“-ს დაპირისპირება „ბანკირების“ გამარჯვებით 3-1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში მეოთხე წუთზე ბადრი დანელიამ გახსნა. ანგარიში „ქართუ“-ს რიგებიდან იაგო სამსიანმა გაათანაბრა, ტაიმის დასრულებამდე კი იაკობ გოგოლაძის გოლით გუნდი წინ გავიდა. მეორე ნახევარში სახიფათო შეტევების მიუხედავად სხვაობა არ შეცვლილა. საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს გასული ავტო გოლით დაფიქსირდა და „ქართუ“-მ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

„ავერსმა“ „DHL” დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. „ფარმაცევტები“ წინ მეოთხე წუთზე ბესო სოკურაშვილის გოლით გავიდნენ და ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. გიორგი ელიაშვილმა ოცდამეთექვსმეტე წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდა. თამაშის დასრულებამდე DHL-მა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოასწრო. ჩამორჩენა ბექა შეროზიამ შეამცირა.

დღის განმავლობაში არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A და B ჯგუფების მეხუთე ტურის სხვა შეხვედრები გაიმართება.

 



  © SBM, 2016-2024