კსუ-ფერო 5:5 (პენ.2:3). მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
02 ივნისი 2017

კსუ-ფერო 5:5 (პენ.2:3). მატჩის შემდგომი კომენტარები

დღეს,  თბილისის  ოლიმპიური  სასახლე  სუპერლიგა  B-ს    ¼ ფინალური  სერიის  გადამწყვეტ  მესამე შეხვედრებს  მასპინძლობს.  

კავკასიის  საერთაშორისო უნივერსიტეტისა და  ზესტაფონის  ფეროს  დაპირისპირება,  დრამატული და  დაძაბული გამოდგა, სადაც  გამარჯვებულის ბედი  შვიდმეტრიანების  სერიაში  გაირკვა.  მატჩის  ძირითადი  დროის  ფრედ  5:5 დასრულების  შემდეგ  საფეხბურთო  ლატარიაში  „იმერლებს“  გაუმართლათ  და  ნახევარფინალში  სწორედ  ისინი  ითამაშებენ.   მათი  მეტოქე  ვივუსისა  და ევროკრედიტის დაპირისპირებაში  გაირკვევა, მატჩი ამ  წუთებში  მიმდინარეობს.

რაც  შეეხება  მეორე  ნახევარფინალურ  წყვილს FUNDAY- საქართველოს  უნივერსიტეტს  დაუპირისპირდება.  ნახევარფინალური სერია  სტარტს  11  ივნისს აიღებს. 

  Sbm.ge  გუნდების  მოთამაშეებს  გაესაუბრა. 

ლაშა ბუბულაშვილი, ზესტაფონის ფერო: „ძალიან გახარებული ვარ, დაძაბული შეხვედრა  გამოვიდა,  მოხარულები  ვართ  რომ  მოვიგეთ, თავიდან  მატჩი  ისე  დავიწყეთ  არ  უნდა  გაგვჭირვებოდა.  მაგრამ  ფეხბურთია  და  ხდება მსგავსი  ფაქტები,  მოწინააღმდეგე  გუნდს  წარმატებებს  ვუსურვებ, ჩვენს  პოტენციურ  მეტოქეს  რაც  შეეხება, საკმაოდ  ძლიერი  გუნდები არიან  და  ჩვენ  მაქსიმალურად  ვიბრძოლებთ, რომ  დასახულ  მიზანს  მივაღწიოთ.“ 

გიორგი ხუროშვილი, კსუ:  „არ  იყო დღეს  ფორტუნა  ჩვენს  მხარეს,  მაგრამ  ფორტუნაზეც არ  არის, მატჩის  ბოლო  20  წამი  ვერ  შევინარჩუნეთ  უპირატესობა.  ეს  არის  ზესტაფონის  დამსახურება  პირველ  რიგში.   ბოლომდე  იბრძოლეს   და  ბრძოლას კიდევ  ყოველთვის  აქვს  აზრი.   შვიდმეტრიან  დარტყმებში  არ  გაგვიმართლა, ორი  დარტყმა  გავაცუდეთ  და  შანსი  გამოიყენა  ზესტაფონმა.   ჩვენ  თასზე ვასპარეზობთ  და  შევეცდებით იქ  უკეთ  გამოვავლინოთ  ჩვენი  შესაძლებლობები.“  



  © SBM, 2016-2024