"მეზღვაურებმა" "რუსთავი" დამაჯერებლად დაამარცხეს!

ყველა სიახლე
10 თებერვალი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეათე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გახსნით მატჩში „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ“ „რუსთავი“ დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 7-3 და ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.

მიხეილ ფარცვანიამ „ბსსა“ წინ მეექვსე წამზე გაიყვანა და სხვაობა ორამდე საწყის წუთზევე გაზარდა.  მალევე „მეზღვაურები“ ოთხი უპასუხო გოლით იგებდნენ, ტაიმის დასრულებამდე კი ანგარიში 5-0 გახდა. მეორე ნახევრის სტარტზე მიღებულ გოლს „რუსთავმა“ ორი ბურთით უპასუხა და ჩამორჩენა შეამცირა (6-2). დარჩენილ დროში გუნდებმა თითო შეტევა გამოიყენეს შედეგიანად და 7-3-ზე გაიყარნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

მიხეილ ფარცვანია, ბსსა: „წინა თამაშში ტიფლისთან მოგების შემდეგ ვიცოდით, რომ გუნდები სხვანაირად შემოგვხედავდნენ. ვცდილობდით, ჩვენი დონე არ დაგვეწია. ამის შემდეგ იმედია „ჯიპა“ და „თბილისი“ დაკარგავს ქულებს, ჩვენ კი არ ვაპირებთ ქულების დაკარგვას. თამაში თავიდანვე ჩვენ ხელში ავიღეთ და ეს ძალიან დაგვეხმარა. შემდეგ ამას მოჰყვა კიდევ ერთი გოლი, რამაც გაამყარა უპირატესობა. „ჯიპა“-სთან მხოლოდ მოსაგებად ჩამოვალთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეათე ტურის სხვა შეხვედრები არენა 2-ში დღის ბოლომდე გაიმართება.



  © SBM, 2016-2024