საკვალიფიკაციო ლიგაში E-Team კვლავ დაუმარცხებელია!

ყველა სიახლე
04 თებერვალი 2024

საკვალიფიკაციო ლიგაში E-Team კვლავ დაუმარცხებელია!

საკვალიფიკაციო ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები სპორტ კომპლექს არენა 2-ში „E-Team“-ისა და „სფეის ინტერნეიშენალი“-ს დაპირისპირებით გაგრძელდა.

დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებული ერთადერთმა გოლმა გამოავლინა. მატჩის მეცამეტე წუთზე ნიკოლოზ კუსიანმა „ბუკმეიკერები“ წინ გაიყვანა და გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა (1-0). ამ შედეგით E-Team თავის უდანაკარგო სერიას აგრძელებს და ოთხიდან ოთხი მოგებით „ბაზისბანკთან" ერთად სატურნირო ცხრილის სათავეშია.

ერთი შეხვედრა გაიმართა გრანდ ლიგაშიც. „არმია“ და „მაკგილი“ უგოლო ფრეზე გაიყარნენ. სახიფათო მომენტების მიუხედავად, ანგარიშის გახსნა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო და მატჩი 0-0 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

თორნიკე ქორჩილავა, E-Team: „პაუზის შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა მომზადება და დაძაბული შეხვედრა იყო. თამაშსაც ეტყობოდა, დაღლილები ვიყავით, სასურველ ფორმაში არ ვართ. გუნდის ლიდერიც გვაკლდა. საბოლოოდ გავიმარჯვეთ, მაგრამ საკმაოდ რთულად. როგორი მოლოდინიც იყო, ისეთი თამაში გამოდგა. სფეისსაც მოგება უნდოდა, ჩვენც გამარჯვება გვსურდა, მაგრამ ვფიქრობ დამსახურებული შედეგია. ასეთ დაძაბულ შეხვედრებში როგორც ხდება, თამაშიც ისე წარიმართა და ის ერთი შანსით, რაც გვქონდა, გამოვიყენეთ და გავიმარჯვეთ. მეტოქეს წარმატებებს ვუსურვებ“.

საკვალიფიკაციო ლიგის მეოთხე ტური „მთავარი არხისა“ და „თბილავიამშენის“ დაპირისპირებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024