"ბაქსვუდმა" გრანდ ლიგაში მეორე მატჩიც მოიგო!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში გრანდ ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
„ბაქსვუდი“ „ავერსს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა. მატჩის ერთადერთი გოლი მეხუთე წუთზე მიხეილ კაციტაძემ გაიტანა. დარჩენილ დროში ორივე მხარეს სახიფათო მომენტების მიუხედავად, ანგარიში არ შეცვლილა და რატი თვალაბეიშვილმა „ბაქსვუდის“ კარი ბოლომდე მშრალად შეინახა.
ტურის გახსნით მატჩში „უკრაინამ“ „ელპოზოსთან“ დამაჯერებლად იმარჯვა, ანგარიშით 6-2. „უკრაინა“ წინ მეოთხე წუთზე გავიდა. მეცამეტე წუთზე შეხვედრაში წონასწორობა აღდგა, მაგრამ „უკრაინა“ მალევე დაწინაურდა და უპირატესობა აღარ დაუთმია. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი კახაბერ გოგოხიამ შეასრულა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
რატი თვალაბეიშვილი, ბაქსვუდი: „ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ვფიქრობ, სანახაობრივიც, რადგან გულშემატკივრები ძალიან ოვაციურად უყურებდნენ თამაშს. ორივე კართან იყო მომენტები და ვფიქრობ, თანაბარ შეხვედრაში გაგვიმართლა ჩვენ და მინიმალური სხვაობით გავიმარჯვეთ. ვულოცავ ყველა ბაქსვუდელს გამარჯვებას. წლის პირველი შეხვედრა იყო. ვისარგებლებ შემთხვევით, ყველა ორგანიზატორს მინდა ასეთი კარგი ტურნირისთვის მადლობა გადავუხადო. პირველ შეხვედრაში გუნდმა ძალიან იბრძოლა. კარგი თამაში აჩვენა და შედეგიც დამაკმაყოფილებელია, რადგან სამი ქულა ავიღეთ და დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვეთ“.
დღის განმავლობაში სპორტ კომპლექს არენა 2-ში გრანდ ლიგის მეოთხე ტურის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.