ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლის პირველ შეხვედრაში "ბაზისბანკმა" იმარჯვა!

ყველა სიახლე
04 თებერვალი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლის პირველ შეხვედრაში

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონი სპორტ კომპლექს არენა 2-ში  ზამთრის შესვენების შემდეგ საკვალიფიკაციო ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრით განახლდა.

შიშეჯამისა“ და „ბაზისბანკის“ დაძაბული დაპირისპირება „ბანკირების“ გამარჯვებით 3-1 დასრულდა და „შიშეჯამმა“ პირველი მარცხი იწვნია.

ლევან ჩიხრაძემ „ბაზისბანკი“ მეორე წუთზე წინ გაიყვანა, რის შემდეგაც პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. ოცდამეთორმერე წუთზე თორნიკე ბახტაძემ შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალევე შოთა ბადალოვმა „ბანკირებს“ უპირატესობა დაუბრუნა. საბოლოო ანგარიში დიმიტრი მაყიშვილმა დააფიქსირა.

„ბაზისბანკი“ თავის წაუგებელ სერიას აგრძელებს და საკვალიფიკაციო ლიგის სატურნირო ცხრილში “e-team”-თან ერთად უდანაკარგოდ ლიდერობს.

დღის განმავლობაში სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო და გრანდ ლიგების მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024