სენსაცია არ შედგა, ფინალში ტატიშვილი და თელასი ითამაშებენ

ყველა სიახლე
02 ივნისი 2017

სენსაცია არ შედგა, ფინალში ტატიშვილი და თელასი ითამაშებენ

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ   ფინალში  მფკ ტატიშვილის  მეტოქე  მფკ სტუ-თელასია,  რომელმაც  მეორე  განმეორებით შეხვედრაში მფკ აგორა ანგარიშით 4:1 დაამარცხა.  პირველი ნახევარფინალური სერიის  მატჩი დღევანდელის მსგავსად   სტუ- თელასმა მოიგო (2:0) რადგანაც  ნახევარფინალური  სერია  ორ  მოგებამდე  გრძელდებოდა თელასის  დღეს  მოგებული შეხვედრა   ფინალის  საგზურისთვის  საკმარისი  აღმოჩნდა.   

 საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  პირველი  ფინალისტი  მფკ ტატიშვილისა და მფკ  თბილისის  დაპირისპირებაში  გამოვლინდა. მფკ თბილისი და  მფკ აგორა  მესამე  ადგილისთვის იბრძოლებენ.  

ფუტსალის  ლიგის  ფინალური შეხვედრები  და  მატჩები   მესამე  ადგილისთვის 6 -9 ივნისს  გაიმართება,  ორივე  შემთხვევაში გამარჯვებულები  ორი მოგებით გამოვლინდება.    

გუნდები წარმომადგენლებმა sbm.ge-სთან ისაუბრეს.

 ავთო ასათიანი, მფკ სტუ თელასი:  „ მინდა  მადლობა  გადავუხადო ჩვენს  მოწინააღმდეგეს  ღირსეული თამაშისთვის, ჩვენ  შევისწავლეთ  მოწინააღმდეგე და  გვინდოდა  შანსი არ დაგვეტოვებინა  მათთვის  , ჩემმა  ბიჭებმაც  დავალება  ხუთიანზე  შეასრულეს. მინიმუმ  დავალება  შესრულებული გვაქვს  გავედით  ფინალში , სადაც უკვე  მართლაც  სერიოზული  მოწინააღმდეგე  გვყავს  დარწმუნებული ვართ  მაყურებელი  კარგ სანახაობას  იხილავს.

 დავით  წინწკალაძე, მფკ აგორა: „სტუ თელასი  ჩვენზე  ბევრად  გამოცდილი  გუნდია ,  წლებია  ვარჯიშობენ, ჩვენ დანაკლისით ვითამაშეთ სამი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, აქედან გამომდინარე ბიჭებს რაც შეეძლოთ გააკეთეს. ვიბრძოლებთ მესამე  ადგილისთვის,  გავალთ   და  ვითამაშებთ  იმ  ფეხბურთს,  რასაც  აქამდე  ვთამაშობდით. პლეი-ოფში  გასვლა  დიდი  წარმატებაა, მაგრამ ჩვენ  ამაზე არ დავკმაყოფილდებით.

 



  © SBM, 2016-2024