"გიმნაზია"-ს ახალგაზრდულ ლიგაში ოთხიდან ოთხი მოგება აქვს!

ყველა სიახლე
03 თებერვალი 2024

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეოთხე ტური „ბაქსვუდი“-სა და „თბილისის კლასიკური გიმნაზიის“ სანახაობრივი დაპირისპირებით დასრულდა.

უხვგოლიან შეხვედრაში „გიმნაზია“ საწყის წუთებშივე დაწინაურდა, უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და მეტოქე 9-5 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი „პირველსკოლელებმა“ მინიმალური სხვაობით 4-3 მოიგეს. მეორე ტაიმში „გიმნაზიამ“ თამაშში გარდატეხა შეიტანა, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და მატჩის დასრულებამდე ანგარიში კომფორტული გახადა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საუკეთესო ხუთი გოლით და ორი შედეგიანი გადაცემით ნიკოლოზ გელაშვილი იყო. მეტოქე გუნდის მხრიდან დუბლით და ერთი საგოლე გადაცემით დავით ჯობავა გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ჯობავა, ბაქსვუდი: „ნამდვილად ძალიან კარგი თამაში იყო. მნიშვნელოვანი მატჩიც იყო, მაგრამ არა უშავს. ზოგჯერ წავაგებთ. რაც მთავარია, ყოველ დღე გავუმჯობესდებით. ჩემი აზრით მეორე ტაიმში ენერგია დაგვაკლდა, თორემ ფიზიკურად მზად ვიყავით. ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო. მადლობა გულშემატკივრებს და მწვრთნელებს“.

ნიკოლოზ გელაშვილი, კლასიკური გიმნაზია: „პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივრებს, ძალიან დაგვეხმარა მოტივაციის ნაწილში. დამაჯერებელი ანგარიშით მოვიგეთ. ბაქსვუდი კარგი გუნდია, იბრძოლეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე ტაიმში ვჯობდით. თამაშის დასაწყისი იდეალური იყო. შემდეგ ალბათ კომფორტული ანგარიშით რომ ვიგებდით კონცენტრაცია დავკარგეთ და გაგვიტანეს. მეორე ტაიმში გავაანალიზეთ ყველაფერი და გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან მაგარი შედეგი გვაქვს და შემდეგი თამაშისთვის უკვე ვემზადებით. ვფიქრობ, მეტიც შეგვიძლია“.

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში მეოთხე ტურის შემდეგ „გრანდ ავლაბარი“ და „თბ. კლასიკური გიმნაზია“ უდანაკარგოდ ლიდერობენ.



  © SBM, 2016-2024