"გრანდ ავლაბარი" კვლავ დაუმარცხებელია!

ყველა სიახლე
03 თებერვალი 2024

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში „გრანდ ავლაბარმა“ „ხაშურის N9 სკოლა“ უშანსოდ დატოვა და დიდი ანგარიშით, 14-3 იმარჯვა.

„გრანდ ავლაბარმა“ შეხვედრაში ანგარიში მესამე წუთზე გახსნა და ტაიმი შვიდი უპასუხო გოლით მოიგო. „გრანდ ავლაბარს“ უპირატესობა არც მეორე ნახევარში დაუთმია და სხვაობა სოლიდური გახადა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საუკეთესო ოთხი გოლით და სამი შედეგიანი გადაცემით გიორგი აირაპეტიანი იყო. ჰეთ-თრიკი და ორი საგოლე პასი მიითვალა გიორგი ქსოვრელმა. ილია ნუცუბიძემ კი დუბლი გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი აირაპეტიანი, გრანდ ავლაბარი: „ცოტა მარტივი თამაში იყო დღეს. მომზადებულები შევხვდით მეტოქეს. კვირაში მინიმუმ სამჯერ გვაქვს ვარჯიშები. მარტივი სამი ქულა იყო ნამდვილად. თავიდან კარგად დავიწყეთ, პირველ ტაიმში ეგრევე შევყარეთ ექვსი გოლი თუ არ ვცდები. პასებით ვთამაშობდით, ტაქტიკები გვაქვს და კარგი თამაში გამოვიდა. ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ყველამ ვიცით სად როგორ უნდა ვითამაშოთ. მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს და მწვრთნელსაც“.

ახალგაზრდული ლიგის მეოთხე ტურის სხვა შეხვედრებში „ბეტისი“ „კომაროვს“ დაუპირისპირდება, „ბაქსვუდის სკოლა“ კი „პირველ სკოლას“ გაეჯიბრება.  



  © SBM, 2016-2024