ახალგაზრული ლიგის IV ტური "სასკოლო აკადემიის" გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
03 თებერვალი 2024

ახალგაზრული ლიგის IV ტური

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. გახსნით მატჩში „სასკოლო ლიგის აკადემიამ“  „ლოგოსი“ დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ მარტივად დაამარცხა, ანგარიშით 7-1.

„სასკოლო აკადემია“ მეთერთმეტე წუთზე დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს ოთარ ქარჩავამ წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევრის სტარტზე ლევან გუგუციძემ გუნდი წინ გაიყვანა, თამაშის დასრულებამდე სამ საგოლე გადაცემასთან ერთად აქტივში დუბლიც მიითვალა და „აკადემიამ“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი ნიკოლოზ გოგოხიამ შეასრულა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლევან გუგუციძე, სასკოლო აკადემია: „პირველი ტაიმი დაძაბული იყო. შემდეგ ვაჯობეთ მეტოქეს. თავიდან მაინც გაგვიჭირდა ცოტა, მეორე ტაიმში უფრო გახურებულები ვიყავით, მობილიზებულები. პირველი ნახევარი კარგი იყო, მეორეში ცოტა დავჯაბნეთ, მაგრამ არა უშავს. ანგარიშსაც რომ დავაკვირდეთ, უპირატესობას როცა გრძნობ უკვე გარდამტეხი მომენტია. ერთობლიობა გვაქვს მოედანზე და ვუგებთ გუნდელები ერთმანეთს“.

არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეოთხე ტურის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024