IX ტურის ცენტრალური შეხვედრა "UG2"-ის გამარჯვებით დასრულდა!

ყველა სიახლე
28 იანვარი 2024

IX ტურის ცენტრალური შეხვედრა

ფუტსალის ლიგა 3-ის მეცხრე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „ჯიპა“ და „საქართველოს უნივერსიტეტი 2” დაუპირისპირდნენ.

დრამატულ შეხვედრაში „ჯიპა“-მ ანგარიში 2-0-დან შემოატრიალა, მაგრამ „UG2“-მა ბოლო წუთებზე გატანილით გამარჯვება იზეიმა.

დაძაბული შეხვედრის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეცხრე წუთზე სანდრო ქავთარაძემ „UG2” წინ გაიყვანა, მისივე შედეგიანი გადაცემით კი ნიკოლოზ კოპალიანმა მომდევნო წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. „UG”-მ კაცნაკლულ მეტოქესთან უპირატესობა ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ორწუთიან ინტერვალში „ჯიპა“ თამაშში დაბრუნდა და წონასწორობა აღადგინა. ოცდამეცხრამეტე წუთზე ნიკოლოზ კოპალიანმა აქტივში მეორე გოლი მიითვალა და გუნდს 3-2 მოაგებინა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

სანდრო ქავთარაძე, UG2: „დაძაბული თამაში იყო. მოწინააღმდეგეს პატივისცემა ჩვენგან, რადგან ორით ნულიდან თამაშის დატრიალება მარტივი არ არის. ბოლომდე შევინარჩუნეთ კონცენტრაცია და როგორც საჩემპიონო გუნდს შეეფერება ისე ვითამაშეთ. ჩემპიონობა თუ გინდა, გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა აჩვენო და ასეთი თამაშები შემოატრიალო. დღეს ეს შევძელით. უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, არ ვჩქარობდით, დრო ჩვენზე მოქმედებდა. როცა მეტოქე უმცირესობაშია უნდა გაიტანო. ეს მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ზუსტად ამას მოჰყვა ის ორი გოლი“.

დავით ბერაძე, ჯიპა: „კარგი თამაში იყო. უფრო ძლიერები დავბრუნდებით. ორმხრივი შეტევები იყო. შეტევაზე ვიყავით ორიენტირებულები და უკან სივრცეები დაგვრჩა. ჩვენ ვერ გავიტანეთ, მაგრამ მეტოქემ შეძლო. ორით ნული იყო ანგარიში, კაცი გაგდებული იყო, მაგრამ ძალები მაინც ვიპოვეთ, თამაში შემოვატრიალეთ, მაგრამ ბოლოში არ გაგვიმართლა“.

1 თებერვალს სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი ტურის გამოტოვებული შეხვედრა „ტიფლისსა“ და „ბსსა“-ს შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024