„გრანდ ავლაბარი“ ქულათა მაქსიმუმს ინარჩუნებს!

ყველა სიახლე
27 იანვარი 2024

„გრანდ ავლაბარი“ ქულათა მაქსიმუმს ინარჩუნებს!

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მესამე ტური „გრანდ ავლაბარი“-სა და „ბეტისის აკადემიის“ დაპირისპირებით დასრულდა.

ტურის დასკვნით მატჩში „გრანდ ავლაბარმა“ 9-3 იმარჯვა და ქულათა მაქსიმუმით ასპარეზობას აგრძელებს.

უხვგოლიანი შეხვედრის პირველი ნახევარი „ავლაბარმა“ 6-1 მოიგო და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. მეორე ტაიმში „ბეტისმა“ ორი გოლის გატანა შეძლო, მაგრამ მატჩის სცენარი არ შეცვლილა. გამარჯვებული გუნდიდან პოკერი გიორგი აირაპეტიანმა შეასრულა. დუბლი გაიფორმა გიორგი ბაბაიანმა. გოლით და საგოლე გადაცემით გიორგი ქსოვრელი გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ქსოვრელი, გრანდ ავლაბარი: „ძალიან იოლი გასეირნება მოგვიწია. მარტივი დაგეგმილი სამი ქულა ავიღეთ. მომავალში უფრო გავძლიერდებით და განვვითარდებით, რათა ჩვენს საწადელს მივაღწიოთ და ჩემპიონები გავხდეთ. ჩვენი მოგებები დაუღალავი ვარჯიშის შედეგია. მთელი დასვენების პერიოდში ყველაფერი ჩავდეთ იმისათვის, რომ ეს თამაში მოგვეგო და შემდეგი ტურებისთვისაც მზად ვართ. თავდაჯერებულები გამოვედით, ჩვენი მიზანი შეტევა იყო და ეს ყველაფერი ანგარიშზეც აისახა“.

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეოთხე ტური 3 თებერვალს სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024