"პირველი სკოლა" უდანაკარგო ასპარეზობას აგრძელებს!

ყველა სიახლე
27 იანვარი 2024

ახალგაზრდული ლიგის მესამე ტურის დაპირისპირებაში ერთმანეთს აქამდე უდანაკარგო „კომაროვი“ და „თბილისის კლასიკური გიმნაზია“ დაუპირისპირდნენ. „კლასიკურმა გიმნაზიამ“ მეტოქე 6-3 დაამარცხა და მოგებათა სერიას აგრძელებს.

საწყის ტაიმში „პირველმა სკოლამ“ ოთხი უპასუხო გოლით იმარჯვა. ოცდამერვე წუთიდან „მათემატიკოსებმა“ ორი ბურთი გაქვითეს, მაგრამ საპასუხო გოლი მალევე მიიღეს და ანგარიში 5-2 გახდა. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე „კომაროვმა“ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა შედეგიანად გამოიყენა. დარჩენილ დროში ნიკოლოზ გელაშვილმა აქტივში მეოთხე გოლი მიითვალა და „კლასიკურმა გიმნაზიამ“ კომფორტული სხვაობით მოიგო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკოლოზ გელაშვილი, კლასიკური გიმნაზია: „ძალიან კარგი წამოწყებაა ახალგაზრდული ლიგა. პირველად ვითამაშე და ძალიან მაგარი შეგრძნებაა. მოწინააღმდეგე გუნდი საკმაოდ ძლიერი იყო. თავიდან კარგად დავიწყეთ. მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. დადებითად შევაფასებდი ჩვენ თამაშს. კონცენტრაცია დავკარგეთ და დავიღალეთ კიდეც. პირველად გამოვდივართ ასეთ ტურნირზე, კარგად დავიწყეთ ჩემპიონატი. ასე გავაგრძელებთ და უფრო მეტიც შეგვიძლია“.

ზურაბ ჭედია, კომაროვი: „მადლობა იმისთვის, რომ ასეთი ტურნირი ტარდება. პირველი ტაიმი მეტოქემ უკეთ დაიწყო და ვფიქრობ, რომ სწორედ ამის ხარჯზე მოახერხეს გამარჯვება. მეორე ნახევარში თანაბრად მიდიოდა თამაში, მაგრამ ბოლოს მოვეშვით. მათმა ბოლო გოლმა იმოქმედა ჩვენზე. პირველი მარცხი იყო, მაგრამ უფრო ძლიერები დავბრუნდებით და შემდეგ შეხვედრებს მოვიგებთ. ფუტსალი ისეთი სპორტია, ორ წუთში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და ზუსტად ის პირველი ხუთწუთიანი მონაკვეთი იყო მათი გამარჯვების მთავარი მიზეზი“.

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მესამე ტურის დასკვნით მატჩში „გრანდ ავლაბარი“ „ბეტისის აკადემია“-ს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024