"სასკოლო აკადემიამ" "ხაშურის N9 სკოლასთან" სრული უპირატესობით იმარჯვა!

ყველა სიახლე
27 იანვარი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მესამე ტურის შეხვედრები „ხაშურის N9 სკოლის“ და „სასკოლო ლიგის აკადემიის“ დაპირისპირებით დაიწყო.

მატჩი საწყისი წუთებიდანვე „სასკოლო ლიგის“ უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ გუნდმა 14-2 იმარჯვა.

„აკადემიის“ მოთამაშეებმა ანგარიში მეორე წუთზე გახსნეს და ტაიმი 9-1 მოიგეს, მეორე ნახევარში კი სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით და ორი შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ლევან გუგუციძე იყო. ორ-ორი ბურთია ნიკოლოზ გოგოხიას, საბა ბოკუჩავას, კონსტანტინე მელიქიშვილის, ლუკა მიქაბერიძის და გიორგი ქარდავას სახელზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლევან გუგუციძე, სასკოლო ლიგის აკადემია: „ჩემთვის პირველი თამაში იყო ფუტსალში. ძალიან კარგი გამოვიდა. ცოტა ადვილი მეტოქე იყო. იმედია, მომავალში უფრო დაძაბული შეხვედრები გვექნება. ხასიათზე ბევრია დამოკიდებული, პირველივე წუთებზე რომ წაგივა კარგად, შემდეგ მთელი თამაში ასე გიგრძელდება. ვფიქრობ, მეტი შემეძლო მე პირადად. გუნდურობა და კლასი დაგვეხმარა ასეთი ანგარიშით მოგებაში“.

დღის განმავლობაში არენა 2-ში ახალგაზრდული ლიგის მესამე ტურის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024