"ქუთაისი 2" და "გორი" გარდამავალ უპირატესობაში ფრეზე გაიყარნენ!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონი „ქუთაისი 2“-ისა და „გორი“-ს დაპირისპირებით განახლდა.
ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული მატჩი დრამატული და სანახაობრივი გამოდგა. გარდამავალ უპირატესობაში გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 6-6.
„ქუთათურები“ საწყის რვა წუთში წინ სამი ბურთით გავიდნენ. „გორმა“ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და ტაიმის ბოლოს ანგარიში 4-3 გახდა.
მეორე ნახევრის სტარტზე ნიკოლოზ სულთანიშვილმა აქტივში მეორე გოლი მიითვალა და წონასწორობა აღადგინა. მალევე ილია ლუკაშვილმა „გორელები“ წინ გაიყვანა, მაგრამ ოცდამეთერთმეტე წუთზე გუნდი კაცნაკლული დარჩა. მასპინძლებმა უპირატესობა გამოიყენეს და ანგარიში გაათანაბრეს. დარჩენილ დროში სტუმრებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს დაწინაურება. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე ლაშა ჭეიშვილის გოლით „იმერლებმა“ საკუთარ კედლებში ქულა შეინარჩუნეს.
„ქუთაისი 2“-ის რიგებიდან საუკეთესო გიორგი ხუნდაძე გახდა, რომელიც გუნდს ოთხი გოლით დაეხმარა. „გორი“-ს შემადგენლობაში დუბლით და ერთი შედეგიანი გადაცემით ნიკოლოზ სულთანიშვილი გამოირჩა.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეათე ტურის სხვა შეხვედრები 26 იანვარს თბილისში, სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.