2 ივნისს ფინალისტ(ებ)ის მოლოდინში?!

ყველა სიახლე
01 ივნისი 2017

2 ივნისს ფინალისტ(ებ)ის მოლოდინში?!

2 ივნისს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ 1/2 ფინალური სერიის განმეორებით  მატჩებს  მასპინძლობს.

სათამაშო დღე, სტარტს 16:00 მფკ ტატიშვილისა და მფკ თბილისის  დაპირისპირებით  აიღებს. პლეი-ოფის პირველი შეხვედრა ჩემპიონატის ლიდერის  ტატიშვილის  გამარჯვებით დასრულდა (4:1). ნახევარფინალური  ეტაპის  მეორე  განმეორებით  შეხვედრაში  კი  18:00 საათზე  მფკ სტუ-თელასი -მფკ აგორას  დაუპირისპირდება.1/2 ფინალური  ეტაპის  პირველ მატჩში "ენერგეტიკოსებმა"  2:0 დაამარცხეს მეტოქე. 

2. 06. 2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე . 1/2 ფინალი  (II)

16:00 მფკ ტატიშვილი - მფკ თბილისი

18:00 მფკ სტუ-თელასი - მფკ აგორა

ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება.

ხვალ გასამართი მატჩების პირდაპირი ტრანსლიაციების ხილვა, ტრადიციულად ვებ-გვერდ www.sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

 

შეგახსენებთ , რომ  1/2 ფინალური ეტაპის  პირველი შეხვედრები 26 მაისს გაიმართა.

მფკ სტუ-თელასი - მფკ აგორა 2:0 (1:0)

გოლები: 07:05’ ჭუმბურიძე (1:0), 33:54’ ასათიანი (2:0)

გაფრთხილება: 07:05’ ნინოშვილი (აგო), 20:13’ თოფურია (თელ), 25:56’ ლეჟავა (თელ), 29:26’ ნიკვაშვილი

 

მფკ ტატიშვილი - მფკ თბილისი 4:1 (3:0)

გოლები: 04:40’ ჭანუყვაძე (1:0), 17:29’ სიგუნავა (2:0), 17:57’ ბობოხიძე (3:0), 30:58’ ღუდუშაური (3:1), 32:31’ კაკაბაძე (4:1)

 

ბომბარდირები: სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 37, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 36, არმენ გალოიანი (დინამო) – 25, დავით ბობოხიძე (ტატიშვილი) -  23

 

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ-პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge

 



  © SBM, 2016-2024