"EU"-მ თასის გათამაშების შესარჩევ შეხვედრაში თსუ 2-ს სძლია!

ყველა სიახლე
20 იანვარი 2024

„ევროპის უნივერსიტეტმა“ ლიგა 2-ის მოქმედი ჩემპიონი „თსუ 2“ ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებას საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშა.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში გამართულ დაპირისპირებაში EU-მ მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა და თასზე იასპარეზებს.

მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამესამე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი დავით ბაბუციძემ გაიტანა, ბაკურ სანიკიძემ კი კარი ბოლომდე მშრალად შეინახა და გუნდმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბაკურ სანიკიძე, EU: „მძიმე თამაშს ველოდით. რეგულარულ სეზონში გვქონდა მათთან თამაში და ნაცნობია გუნდია. ის შეცდომები, რასაც ვუშვებდით, გამოვასწორეთ. რამდენიმე ახალი მოთამაშე დავიმატეთ. შევთამაშდებით და უკეთეს შედეგსაც ვაჩვენებთ. ანგარიშიც მეტყველებს, რომ მძიმე თამაში იყო, შეტევაში გამოსასწორებელია ბევრი რამ. ასე თუ ისე ახალი გუნდი ვართ. სამომავლოდ ვეცდებით უფრო დიდი ანგარიშით მოვიგოთ. თასის მომდევნო ეტაპზე კარგ გუნდთან თამაში ლიგა 2-შიც გამოგვადგება გამოცდილებისთვის“.

ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი შეხვედრები 21 იანვარს სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024