UG-მ "რუსთავი" დამაჯერებლად დაამარცხა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი „საქართველოს უნივერსიტეტი“-სა და „რუსთავი“-ს დაპირისპირებით გაგრძელდა.
UG-მ მეტოქე მარტივად დაამარცხა, ანაგარიშით 8-0 და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა. პირველი ტაიმი „სტუდენტებმა“ ექვსი უპასუხო გოლით მოიგეს. მეორე ნახევარშიც კარი მშრალად შეინახეს და სხვაობა რვა ბურთამდე გაზარდეს. გამარჯვებული გუნდიდან პოკერი შეასრულა სპარტკ ლომიძემ, ორი ბურთია გიორგი ტიკურიშვილის სახელზე.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
სპარტაკ ლომიძე, UG: „თასის გათამაშება ჩვენთვის სასიკეთოდ დაიწყო. ვთვლი, რომ მომდევნო ეტაპზე ნებისმიერ გუნდს სათანადო კონკურენციას გავუწევთ და ამისთვის მზად ვართ. სიმართლე გითხრათ, დაახლოებით ამ ანგარიშს ველოდი, კარის მშრალად შენახვასაც ვფიქრობდი. სამი გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ, დიდი ძალაა ჩვენთვის, რადგან უმაღლეს ლიგაში უთამაშიათ. ვფიქრობ, ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით“.
თასის საკვალიფიკაციო ეტაპის 20 იანვრის შეხვედრები „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „თსუ 2“-ის დაპირისპირებით დასრულდება.