თასის საკვალიფიკაციო ეტაპი "გორი"-ს გამარჯვებით დაიწყო!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის გუნდებს შორის ფუტსალის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს.
წლის სასტარტო მატჩში ერთმანეთს „გორი“ და „რიწა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი „გორელების“ სასარგებლოდ 7-3 დასრულდა და გუნდმა თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
პირველი ტაიმი „რიწა“-მ ხუთბურთიანი ჩამორჩენით წააგო, მეორე ნახევარში კი მეტოქეს 3-2 აჯობა, მაგრამ შედეგის შეცვლა ვერ შეძლო და „გორმა“ კომფორტული უპირატესობით იმარჯვა. „გორელების“ რიგებიდან დუბლი გურამ რევაზაშვილმა გაიფორმა. „რიწა“-ს მხრიდან ორი ბურთია გოჩა ზაქარაიას სახელზე.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ავთანდილ სართანია, გორი: „გილოცავთ თასის დაწყებას. ცოტა პაუზა გამოგვივიდა. დღეს კარგი თამაში ვაჩვენეთ, სასიამოვნო იყო. ბევრი გოლიც გავიდა და სანახაობრივიც იყო. დაძაბული მომენტებიც გვქონდა, მაგრამ მაინც შევძელით „რიწა“-სთან გამარჯვების მოპოვება. ცუდ თამაშს არ ველოდით. ვფიქრობდით, რომ ნაკლებად დაძაბული იქნებოდა, ვიდრე გამოვიდა. მეორე ტაიმში მოდუნების ბრალი იყო გაშვებული გოლები. იმედია შემდეგ ეტაპსაც გადავლახავთ და მოვახერხებთ თასის დაუფლებას“.
ფუტსალის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 20 და 21 იანვარს გაიმართება.