20-21 იანვარს, ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართება

ყველა სიახლე
29 დეკემბერი 2023

20-21 იანვარს, ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართება

29 დეკემბერს, ფუტსალის ლიგის თასის, საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ლიგა 2-ის გუნდებთან ერთად, წელს პირველად, გათამაშებაში, ლიგა 3-ის გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

ბრმა წილიყრის შედეგად, 16 გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება, საიდანაც, ერთ რაუნდიან დუელში, 8 საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, რომელიც ფუტსალის ლიგის თასის ძირითად გათამაშებაში ჩაებმება.

წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ჯიპა vs BSC,

გორი vs რიწა,

ტიფლისი vs აწსუ,

დინამო თბ vs UG 2,

სეუ vs ილიაუნი 2,

UG vs რუსთავი,

ბსსა vs ქუთაისი 2,

EU vs თსუ 2 

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს, 20 და 21 იანვარს სპორტკომპლექსი არენა 2 უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024