ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში წლის ბოლო შეხვედრა „კროკობეთი“-ს სასარგებლოდ დასრულდა!

ყველა სიახლე
24 დეკემბერი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში წლის ბოლო შეხვედრა „კროკობეთი“-ს სასარგებლოდ დასრულდა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023 წლის ბოლო შეხვედრა A ჯგუფში გაიმართა. მეოთხე ტურის მატჩში ერთმანეთს გასული სეზონის სუპერლიგის ფინალისტები, „კროკობეთი“ და „შსს“, დაუპირისპირდნენ.

სანახაობრივ ბრძოლაში „კროკო“-მ 3-2 იმარჯვა, ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო და წელი მოგებით დაასრულა. პირველი ტაიმი „ბუკმეიკერებმა“ ნიკა ოთინაშვილის დუბლით მოიგეს. ოცდამეოთხე წუთზე ნიკოლოზ დადიანმა სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. „ძალოვნების“ რიგებიდან მიღებულ გოლს რევაზ ინჯგიამ მალევე უპასუხა. ჩამორჩენა მინიმუმამდე ოთარ კუხალეიშვილმა დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ დროში „შსს“-მ ქულის აღება ვერ მოახერხა.

ერთი შეხვედრა გაიმართა საკვალიფიკაციო ლიგაშიც. მესამე ტურის დასკვნით მატჩში E-Team-მა „მთავარი არხი“ დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა და წაუგებელ სერიას აგრძელებს. გიორგი ლუკავამ „ბუკმეიკერები“ წინ მეთექვსმეტე წუთზე გაიყვანა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ორბურთიანი გახადა. ოცდამეექვსე წუთზე კახა გუჯეჯიანმა უპირატესობა სამამდე გაზარდა. თამაშის დასრულებამდე „ჟურნალისტებმა“ სხვაობა მინიმუმამდე ორი ავტოგოლით დაიყვანეს.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით თურმანიძე, კროკობეთი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. გასული სეზონის ფინალისტი გუნდები ვართ. სამწუხაროდ, მაშინ პენალტებში დავმარცხდით. ჩვენი ვალი გვქონდა და ძალიან ვეცადეთ. ვფიქრობ, რომ ეს რთული თამაში დამსახურებულად მოვიგეთ. გასულ წელთან შედარებით გუნდში ბევრი როტაცია იყო და ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესში ვართ“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონი ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდება.



  © SBM, 2016-2024