საკვალიფიკაციო ლიგაში "ბაზისბანკი" უდანაკარგოა!

ყველა სიახლე
24 დეკემბერი 2023

საკვალიფიკაციო ლიგაში

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გრძელდება.

„ბაზისბანკმა“ „სფეისი“ დამაჯერებელი ანგარიშით 7-2 დაამარცხა და სამიდან სამი მოგებით სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. „ბანკირებმა“ ხუთბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მეორე ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ბურთი გაცვალეს. გამარჯვებულთა რიგებიდან დუბლი შოთა ბადალოვმა გაიფორმა. „სფეისი“-ს ორივე გოლი ვასკა ფირუზაშვილის სახელზეა.

ტურის სხვა შეხვედრაში „ლაქტალისმა“ „თბილავიამშენთან“ 6-2 იმარჯვა და პირველი სამი ქულა მოიპოვა. თამაშში ანგარიში საწყისი ტაიმის მიწურულს „ლაქტალისმა“ გახსნა. მეორე ნახევრის სტარტზე მეტოქემ წონასწორობა აღადგინა, თუმცა „ლაქტალისმა“ უპირატესობა მალევე დაიბრუნა და თამაშის ბოლომდე სხვაობა კომფორტული გახადა. გამარჯვებულთა რიგებიდან სამი გოლია ლევან გურგენიძის სახელზე, დუბლი შეასრულა გიორგი ალავიძემ.

საკვალიფიკაციო ლიგაში მესამე ტური „E-Team”-ისა და „მთავარი არხი“-ს დაპირისპირებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024