"ბაქსვუდმა" "უკრაინა"-ს მინიმალური ანგარიშით აჯობა!

ყველა სიახლე
24 დეკემბერი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გრანდ ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მესამე ტურის შეხვედრები სპორტ კომპლექს არენა 2-ში გრძელდება.

„ბაქსვუდმა“ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი „უკრაინა“-სთან ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 1-0 იმარჯვა. გუნდებს შორის საწყისი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. ერთადერთი და გადამწყვეტი ბურთი ოცდამეოთხე წუთზე აკაკი ქუხილავამ შეაგდო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ჯგუფის სხვა შეხვედრაში „ინვესტორსაინი“ და „McGill“ ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 1-1. პირველ ნახევარში მიღებულ გელა ცქიტიშვილის გოლს „იურისტების“ რიგებიდან ლაშა მდივანმა ოცდამეთორმეტე წუთზე უპასუხა და გუნდს ქულა შეუნარჩუნა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ალექსანდრე ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „ისე გამოვიდა, რომ მესამე ტურია და ჩვენ ახლა მოგვიწია პირველად თამაში. ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს, წითელი ბარათის გამოც ერთი გვაკლდა და შემცირებული შემადგენლობით მოგვიწია გამოსვლა. ძალიან საინტერესო და დინამიკური თამაში გამოვიდა. ძირითადად, თავს ვიცავდით და ვცდილობდით კონტრშეტევები გამოგვეყენებინა. ამ ტაქტიკამ გაამართლა. მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის და SBM-ს მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ჩვენ გრანდ ლიგის ვეტერანები ვართ. წელს ოთხიდან რვა გუნდამდე გაიზარდა მონაწილეების რაოდენობა, რაც გაცილებით საინტერესოს ხდის ჩემპიონატს“.

მესამე ტურით გრანდ ლიგის 2023 წლის შეხვედრები დასრულდა და ჩემპიონატი ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდება.



  © SBM, 2016-2024