"შიშეჯამმა" "ტერაბანკთან" მარტივი სამი ქულა აიღო!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023 წლის ბოლო სათამაშო დღე მიმდინარეობს.
საკვალიფიკაციო ლიგის მესამე ტურის გახსნით მატჩში „შიშეჯამმა“ „ტერაბანკი“ 6-1 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. „შიშეჯამი“ წინ მეორე წუთზე გავიდა. სხვაობა ორამდე ვალიკო ქასოევმა გაზარდა. ტაიმის დასრულებამდე „ტერაბანკმა“ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მეორე ნახევარში „შიშეჯამმა“ მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრაში დუბლით და ორი საგოლე გადაცემით გიორგი ლიპარტელიანი გამოირჩა. ორი ბურთია თორნიკე ბახტაძის სახელზე.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი ლიპარტელიანი, შიშეჯამი: „ჩვენ გუნდს ამ ლიგაში ორი თამაში აქვს მოგებული. წინა სეზონი ჩავაგდეთ, მაგრამ წელს მაღალი მოტივაცია გვაქვს. თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესეთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შედეგსაც ეტყობა. ღირსეული მოწინააღმდეგე გვყავდა დღეს. დღეს მეტოქეს გამოცდილებით და მწვრთნელის დახმარებით მოვუგეთ. განვლილ ორ მატჩში ბევრად მეტი შეგვეძლო, დაბნეულობასაც ჰქონდა ადგილი, ნერვიულობის ფაქტორიც იყო, მაგრამ დავძლიეთ ეს ყველაფერი“.
დღე გრანდ ლიგით დაიწყო. „არმია“-მ პირველი გამარჯვება „ელპოზო“-სთან იზეიმა, ანგარიშით 6-0. „ძალოვნებმა“ პირველი ტაიმი ოთხი უპასუხო გოლით მოიგეს. მეტოქემ დარჩენილ დროში სხვაობის შემცირება ვერ შეძლო და საბოლოოდ სოლიდური ჩამორჩენით დამარცხდა. შეხვედრაში დუბლი ნიკოლოზ უგრეხელიძემ და ნადიმ კახაძემ გაიფორმეს.