სფფ-ტვ იმედი 10:3. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლედასრულდა სუპერლიგა A -ს მეოთხედ ფინალური სერია და გაირკვა ის 4 გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მეორე შეხვედრაში დაამარცხა ტვ იმედი 10:3 და მომდევნო ეტაპზე თამაში გაინაღდა. ნახევარფინალში სფფ-ის მეტოქე მფკ ნატახტარი იქნება, ხოლო ფინალის მეორე საგზურისთვის პსპ და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი იბრძოლებენ.
Sbm.ge შეხვედრის დასრულების ორივე გუნდის ფეხბურთელებს გაესაუბრა.
ალექსანდრე ამისულაშვილი- სფფ : „მეოთხე თამაში ვითამაშე ჩემპიონატში, თუმცა პირველი მოგებაა დღეს. ვიბრძოლეთ, სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ ფორმით დაბრუნება მოედანზე, რადგან ფეხბურთი თუ გიყვარს, გიყვარს სიცოცხლის ბოლომდე, მე ესე ვიცი. ძალიან მაღალი დონის ტურნირია, კარგად ორგანიზებულია, მინდა ყველა გუნდს წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება ჩვენს მეტოქე ნატახტარს, მათან ჩვენ ვითამაშეთ წავაგეთ, საკმაოდ ძლიერი გუნდია, დანარჩენი თამააშში გამოჩნდება იმედია ღირსეული გაიმარჯვებს.“
კოტე მიგინეიშვილი, ტვ იმედი: „ფეხბურთის ფედერაცია ძლიერი გუნდია , ძალიან მძიმე თამაში იყო , მოგების თვალსაზრისით რთული იყო, რადგან პირველი თამაში წაგებული გვქონდა. ჩვენი მთავარი მიზანი თასზე ასპარეზობაა, ჩვენ მეოთხედფინალში ვართ თელავთან და ვაკეთებთ ძალების კონცენტრაციას , სფფ-სთან ეს თამაში რომ მოგვეგო ცუდი არ იქნებოდა თუმცა ძალები დავზოგეთ. კიდევ რამდენიმე ადამიანიც გვაკლდა. ვულოცავ ფეხბურთის ფედერაციას ამ გამარჯვებას და ჩვენ თასზე შევეცდებით მივაღწიოთ წარმატებას და ჩვენი ძალები დავამტკიცოთ.“