უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "BSC"-მ "რიწა"-ს ოთხი ბურთით მოუგო!

ყველა სიახლე
23 დეკემბერი 2023

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023 წლის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „ბათუმის სპორტული ცენტრი“ და „რიწა“ დაუპირისპირდნენ.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში გამართული მატჩი პირველი წრის იდენტური შედეგით, 4-0 „BSC“-ს სასარგებლოდ, დასრულდა.

 შეხვედრის პირველმა ნახევარმა გოლის გარეშე ჩაიარა. ოცდამეცხრე წუთზე ანგარიში გიორგი ლორიამ გახსნა, რასაც ბექა ლორიას დუბლი მოჰყვა. საბოლოო ანგარიში ოცდამეცხრამეტე წუთზე მიშიკო გორაძემ დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბექა ლორია, BSC: „მგზავრობის გამო დაღლილები ვიყავით და პირველ ტაიმში ფრეს ამიტომ დავჯერდით. მეორე ნახევარში უფრო გახსნილები ვიყავით და ვაჩვენეთ ჩვენი თავი, მაქსიმალურად არა, მაგრამ საშუალო დონეზე მაინც. მომავალი წლიდან უფრო განვვითარდებით, რადგან ახალგაზრდა ბიჭები ვართ. ჩვენი პირველი ნაბიჯებია ფუტსალში და მეორე წრეში, ვფიქრობ, უფრო გამართულად ვიასპარეზებთ. დღეს ვფიქრობ მეტოქეს მეორე ტაიმში ტექნიკურობით ვაჯობეთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონი პაუზის შემდეგ იანვარში განახლდება.



  © SBM, 2016-2024