"კომაროვმა" გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთებზე გაიტანა!

ყველა სიახლე
23 დეკემბერი 2023

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის შეხვედრები „კომაროვი“-სა და „ლოგოსი“-ს სანახაობრივი დაპირისპირებით გაგრძელდა.

„მათემატიკოსებმა“ თამაშში ანგარიში სამჯერ გაათანაბრეს და საბოლოოდ ოცდამეცხრამეტე წუთზე გატანილი გოლით 4-3 იმარჯვეს.

შეხვედრაში ანგარიში „ლოგოსმა“ საწყის წუთზევე გახსნა. წონასწორობის აღდგენის შემდეგ კიდევ ორჯერ მოახერხა გუნდმა წინ გასვლა, მაგრამ „კომაროვმა“ ორივეჯერ გაათანაბრა.  მეოცე და ოცდამეცხრამეტე წუთებზე გატანილი გოლებით ლუკა ხაჭაპურიძემ „მათემატიკოსებს“ მორიგი გამარჯვება მოუტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა ხაჭაპურიძე, კომაროვი: „დაძაბული თამაში იყო. ვაგებდით, შემდეგ შემოვატრიალეთ ანგარიში. ძალიან საინტერესო ტურნირია. წინა თამაშთან შედარებით ბევრად უფრო დაძაბული მატჩი გამოვიდა. ბოლო წუთებზე შევძელით გამარჯვების გოლის გატანა. დღეს მეტოქეს ალბათ უფრო გუნდური თამაშით ვაჯობეთ. კარგად დავიწყეთ სეზონი და ტურნირის მოგებას ვისურვებდი“.

შოთა კუპრავა, ლოგოსი: „სამწუხარო მარცხი იყო, რადგან ვფიქრობ არ ვიმსახურებდით წაგებას. კმაყოფილი ვარ ორგანიზებით. კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა და წავაგეთ. ვიგებდით, გაგვითანაბრეს ანგარიში და ბოლო წუთზე გავიდა გოლი. პირველ მატჩში არ ვიყავი და რომ მეთამაშა გავიმარჯვებდით, თუმცა შემდეგ შეხვედრებში ვიქნები და აუცილებლად მოვიგებთ“.

ახალგაზრდული ლიგის მეორე ტურის დასკვნით მატჩში „სასკოლო ლიგის აკადემია“ „გრანდ ავლაბარს“ ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024