"ბაქსვუდის სკოლამ" "ხაშურის N9 სკოლა"-სთან იმარჯვა!

ყველა სიახლე
23 დეკემბერი 2023

 ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მეორე ტური „ბაქსვუდი“-სა და „ხაშურის N9 სკოლის“ დაპირისპირებით გაგრძელდა.

მატჩი „ბაქსვუდის“ სრული უპირატესობით წარიმართა, მეტოქე 7-1 დაამარცხა და პირველი სამი ქულაც იზეიმა. ექვსბურთიანი სხვაობა გამარჯვებულმა გუნდმა პირველივე ტაიმში შექმნა. მეორე ნახევარში მხარეებმა თითო გოლი გაცვალეს. „ბაქსვუდი“-ს რიგებიდან კონსტანტინე სამუშიამ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. დუბლი შეასრულა ლუკა კაკუბავამ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა ჩიქოვანი, ხაშურის N9 სკოლა: „კარგი თამაში იყო. ფიზიკურად გაგვიჭირდა დღეს, რადგან შემადგენლობაში გვქონდა დანაკლისი. სამი ძირითადის ფეხბურთელი არ გვყავდა. ვეცდებით გამოვასწოროთ შემდეგ შეხვედრებში. ჩვენთვის ახალია ფუტსალი, გამოუცდელები ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ ვინც ახლები არიან ცოტას ნერვიულობენ. ვიბრძოლებთ და შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გავალთ“.

კონსტანტინე სამუშია, ბაქსვუდის სკოლა: „კარგი მეტოქე გვყავდა. ჩვენც კარგად ვითამაშეთ. იმედია, ბევრი ასეთი წარმატებული მატჩი გვექნება. ძალიან კარგი შეგრძნებაა გამარჯვება. ვფიქრობ, უფრო მეტი და მეტი შეგვიძლია. ძალიან კარგი ლიგაა, დიდი შესაძლებლობაა აქ ასპარეზობა. მეტი წარმატების შესაძლებლობაა და შანსი ეძლევათ ახალგაზრდებს, ითამაშონ მაღალ დონეზე“.

წლის ბოლო სათამაშო დღს ახალგაზრდულ ლიგაში მეორე ტურის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024