"აწსუ"-მ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა!

ყველა სიახლე
22 დეკემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მერვე ტურის შეხვედრაში „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ 5-2 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში გამართულ დაპირისპირებაში „იმერლები“ საწყის წუთებშივე დაწინაურდნენ. „სტუდენტების“ რიგებიდან წონასწორობა დავით ღვინჯილიამ აღადგინა. პირველივე ტაიმში არასრულ ნახევარ წუთში გიორგი გიორგაძემ კიდევ ორი გოლი გაიტანა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. მეორე ნახევარში „ქუთათურების“ უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა. შეხვედრის მიწურულს ალექსანდრე კობოსნიძემ სამ საგოლე გადაცემასთან ერთად აქტივში გოლიც მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ფუტსალის ლიგა 3-ის მერვე ტურის სხვა შეხვედრაში დღეს სპორტ კომპლექს არენა 2-ში ერთმანეთს „ჯიპა“ და „რუსთავი“ ეთამაშებიან.

მერვე ტურის დასკვნითი მატჩი და წლის ბოლო შეხვედრა 23 დეკემბერს "ბათუმის სპორტულ ცენტრსა" და "რიწა"-ს შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024