"ტიფლისმა" "ბსსა"-სთან ანგარიში ბოლო წუთებზე შემოატრიალა!

ყველა სიახლე
22 დეკემბერი 2023

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მერვე ტურმა სტარტი „ტიფლისი“-სა და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ დაპირისპირებით აიღო.

„მეზღვაურები“ მატჩის უმეტესი დრო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა „ტიფლისმა“ უკანასკნელ ორ წუთში ანგარიშის შემოტრიალება შეძლო და 4-2 იმარჯვა.

„ბსსა“ მეთვრამეტე წუთზე რაულ ჩიქიროვისა და რეზო მალაყმაძის გოლებით იგებდა. ტაიმის დასრულებამდე გუგა ნადარეიშვილმა ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა შეამცირა. ოცდამეათე წუთზე გიორგი სონღულაშვილმა წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის მიწურულს გიორგი თოდუას დუბლმა „ტიფლისს“ სამი ქულა მოუტანა.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის მერვე ტურის სხვა შეხვედრები მიმდინარეობს.



  © SBM, 2016-2024