წლის ბოლო მატჩში "UG"-მ "გორს" საკუთარ კედლებში სძლია!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2023 წლის ბოლო შეხვედრაში „გორმა“ „საქართველოს უნივერსიტეტს“ საკუთარ კედლებში უმასპინძლა.
გორის სპორტის სასახლეში გამართული მატჩი „UG“-ის სასარგებლოდ 2-1 დასრულდა.
ლუკა ელიზბარაშვილმა „სტუდენტები“ მეორე წუთზე დააწინაურა, რის შემდეგაც პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა. შალვა გუგუნავამ ოცდამეექვსე წუთზე სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს თემო თურაზაშვლმა ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გამოიყენა და ჩამორჩენა მინიმალური გახადა, თუმცა დარჩენილ დროში „გორელემა“ ქულის აღება ვერ მოახერხეს.
„საქართველოს უნივერსიტეტმა“ ამ მოგებით ორმატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა და წელი გამარჯვებით დაასრულა.
ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონი იანვარში განახლდება. სატურნირო ცხრილის ლიდერად „თსუ 2“ რჩება, რომელსაც „სეუ“ ორი ქულით ჩამორჩება და ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. მესამე პოზიციას „საქართველოს უნივერსიტეტი“ იკავებს.