გარდამავალ უპირატესობაში "აწსუ"-მ "ბსსა" დაამარცხა!

ყველა სიახლე
20 დეკემბერი 2023

გარდამავალ უპირატესობაში

გორის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის პირველი წრის დასკვნითი შეხვედრა „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ შორის გაიმართა.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩში „აწსუ“-მ მეორე ტაიმში გატანილი გოლებით მეტოქე 4-2 დაამარცხა და პირველი წრე ოთხეულში დაასრულა.

მეთერთმეტე წუთზე „ბსსა“ წინ რაულ ჩიკიროვმა გაიყვანა. მალევე გიორგი იდაძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაიმის მიწურულს თემურ დევაძემ „მეზღვაურებს“ უპირატესობა დაუბრუნა. მეორე ნახევარში „სტუდენტებმა“ კარი მშრალად შეინახეს. ცოტნე ციბაძემ დუბლი გაიფორმა და „აწსუ“ დააწინაურა, გიორგი გურეშიძემ კი სხვაობა ორ ბურთამზე გაზარდა.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე წრე მერვე ტურით სტარტს 22 დეკემბერს სპორტ კომპლექს არენა 2-ში აიღებს, წლის დასკვნითი მატჩი კი 23 დეკემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024