კსუ-ფერო 1:2. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
28 მაისი 2017

კსუ-ფერო 1:2. მატჩის შემდგომი კომენტარები

მესამე  შეხვედრა  გადაწყვეტს  კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტსა და  ზესტაფონის  ფეროს  შორის  სუპერლიგა B-ს  ნახევარფინალის  საგზურის  მფლობელის  ვინაობას.  დღეს გამართულ  განმეორებით შეხვედრაში  "იმერლებმა"  2:1  დაამარცხეს  „სტუდენტები“ და  სერიაში  ანგარიში გაათანაბრეს.

მესამე გადამწყვეტი  შეხვედრის  ჩატარება  გახდება  საჭირო  ევროკრედიტისა და  ვივუსის  მეოთხედფინალურ  სერიაში, ვინაიდან  პირველ  მატჩში  2:0  დამარცხების  შემდეგ  ევროკრედიტმა  დღეს  1:0  აჯობა  მეტოქეს.   ნახევარფინალში ითამაშებს  FUNDAY ENT-, რომელმაც  პირველი შეხვედრის  მსგავსად  (3:1)  სერიის  მეორე  მატჩიც  მოუგო თელავს.

Sbm.ge  გუნდების  ფეხბურთელებს  გაესაუბრა.

ილია  მოდებაძე, კსუ: „ძალიან დაძაბული, კარგი თამაში  გამოვიდა.  მაგარი  ბრძოლა  იყო, მოხდება  გადათამაშება, გადამწყვეტ  შეხვედრაში   უპირატესობას  ჩვენს  გუნდს  მივანიჭებდი, რადგან  თბილისშია  თამაში.  პროცენტულად  არ განვსაზღვრავ  უპირატესობებს, თუმცა  მგონია, რომ  დავამარცხებთ ფეროს , რადგან  ვიბრძოლებთ  და  მოედანზე  მოსაგებად  გავალთ.“

 დავით  ხუჯაძე,  სკ ფერო: „დღეს  ვვარაუდობდით,  რომ  მოვლენები  სწორედ  ასეთი  სცენარით წარიმართებოდა და  მოვიგებდით. ჩვენ უკვე  დიდი ხანია   ამ  ტურნირში  ვიღებთ  მონაწილეობას,  დავაგროვეთ   შესაბამისი  გამოცდილება,  რომ არამარტო  ეს  ეტაპი გადავლახოთ  , არამედ  ვიბრძოლოთ  ტურირზე  გამარჯვებისთვის, ჩვენ  გვინდოდა  დღეს  გამარჯვება  და  სწორედ  ამის  ხარჯზე  მოვახერხეთ  მოგება.“         



  © SBM, 2016-2024