"ენერგეტიკოსების" წაუგებელი სერია გრძელდება!

ყველა სიახლე
17 დეკემბერი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში A ჯგუფის შეხვედრით გაგრძელდა. „ენერგო-პრო“-მ „ჯორჯიან მანგანეზთან“ 4-1 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა.

„ენერგეტიკოსები“ წინ საწყის წუთებშივე გავიდნენ და ტაიმის ბოლოს სხვაობა ორამდე გაზარდეს. მეორე ნახევარში ილია თოლორდავამ დუბლი გაიფორმა, ლუკა გოგუაძემ კი ორ საგოლე გადაცემასთან ერთად აქტივში გოლიც მიითვალა. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე GM-სთვის პრესტიჟის გოლი სულხან ნიქაბაძემ გაიტანა.

ერთი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც. NS Studio-მ „ფარვანა“ დამაჯერებლად დაამარცხა ანგარიშით 5-0 და წაუგებლად ასპარეზობას აგრძელებს. პირველი ტაიმი „NS Studio“-მ ორი ბურთით მოიგო, მეორე ნახევარში კი მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანა. შეხვედრაში დუბლი გიორგი გვენეტაძემ შეასრულა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფის მეოთხე ტურის დასკვნითი შეხვედრებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024