"ლიბერთი" B ჯგუფში კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობას. დღე B ჯგუფით დაიწყო.
მეოთხე ტურის სასტარტო მატჩში „ქართუ ბანკმა“ „ელპოზოსთან“ 5-0 იმარჯვა. „ბანკირებმა“ პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს, მეორე ნახევარშიც კარი მშრალად შეინახეს და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს. „ქართუ“-ს რიგებიდან დუბლი იაკობ გოგოლაძემ გაიფორმა.
ჯგუფის სხვა შეხვედრაში „რუსთავის აზოტმა“ DHL კომფორტული ანგარიშით 8-2 დაამარცხა. ლევან ჭიტაძე გუნდს გამარჯვებაში ოთხი გოლით დაეხმარა. ორ-ორი ბურთია ამირან გოგინავასა და გიორგი ახვლედიანის სახელზე.
B ჯგუფის უპირობო ლიდერმა „ლიბერთი ბანკმა“ „ავერსს“ 6-1 სძლია და წაუგებელ სერიას აგრძელებს. „ბანკირებმა“ პირველი ტაიმი სამი უპასუხო გოლით მოიგეს. ოცდამეშვიდე წუთზე „ფარმაცევტებმა“ ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მატჩის შედეგი ვერ შეცვალეს და საბოლოოდ სოლიდური ჩამორჩენით დამარცხდნენ. „ლიბერთი“-ს რიგებიდან დუბლი ნიკა ფანცულაიამ გაიფორმა.
სპორტ კომპლექს არენა 2-ში დღის განმავლობაში A და B ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება.